„ქვეყნის გამყიდველი ხარ შენ, ბობოხიძევ! 3%-იანი ძალის წარმომადგენელი ამას ბედავ და მეტი რომ აგეღოთ ალბათ საქართველოსაც რაღაც „მანქანებით“ გაჰყიდდით“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომ მათ უნდა დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება საქართველოსთვის.
მისი თქმით, ბობოხიძისგან მეტის მოლოდინი ჩვენს ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს, რადგან ზვიადის დროს საქართველოში ბობოხიძე ტანკზე ამხედრებული შემოუძღვა რუსის ჯარს.
„უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება“, ამას გაკოტრებული „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე აცხადებს! ქვეყნის გამყიდველი ხარ შენ ბობოხიძევ! 3%-იანი ძალის წარმომადგენელი ამას ბედავ და მეტი რომ აგეღოთ, ალბათ, საქართველოსაც რაღაც „მანქანებით“ გაჰყიდდით! შენ არ იყავი ზვიადის დროს რუსის ტანკზე ამხედრებული რომ შემოუძეხი საქართველოში რუსის ჯარს?! სამშობლოს გამყიდველი იყავი მაშინ და გამყიდველი ხარ დღესაც! მიმიფურთხებია შენი მოღალატე სახელისათვის!“, - წერს მეგრელიშვილი.