“„ნაცრეჟიმის ხულიგანი „პოლიტიკოსი“ კაკი ბობოხიძე ოპონენტებს, მათ შორის, ჟურნალისტებს რომ ფიზიკურად უსწორდებოდა, ეტყობა დაავიწყდა ზოგიერთ ფსევდოუფლებადამცველს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომ მათ უნდა დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება საქართველოსთვის.
„ფსევდოევროპული საქართველოს“, ამ ერთ-ერთ გამორჩეულად უნამუსოს (ნამუსიანი და ღირსეული რომელი ჰყავთ იმ კლასტერში?) მიაჩნია, რომ ე.წ. სანქციებით რამენაირად დაწინაურდება ჩამოშლილი პარტია ან და მისი ლიდერი ბოკერია. ამნაირებს საქართველო არ ადარდებთ, მთავარია ხელისუფლებაში მობრუნდნენ ნებისმიერ ფასად, რაც მაინც მიუღწეველია. ნაცრეჟიმის ხულიგანი „პოლიტიკოსი“ კაკი ბობოხიძე ოპონენტებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომ ფიზიკურად უსწორდებოდა ეტყობა დაავიწყდა ზოგიერთ ფსევდოუფლებადამცველს. თუმცა, დღეს ხომ უტიფრობის, მავნებლობის მაქსიმალური ზეობაა ნაც-ოპოზიციის ფლანგზე. აკაკი ბობოხიძე: უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება“, - წერს გია აბაშიძე.