ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის მისამართით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“კაკო ბობოხიძე - "უნდა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება".
მე არ ვიცი რა სიტყვებით შეიძლება დაახასიათო ეს არამზადა, რომელიც მოითხოვს, რომ სადაც ცხოვრობს, იმ ტერიტორიული ერთეულის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.
დიახ, სწორედაც რომ "ტერიტორიული ერთეულის" და არა "სამშობლოს", ან "სახელმწიფოს", რადგანაც მან, რომელმაც განაცხადა დავით-გარეჯა საქართველო არ არისო, სიტყვა "სამშობლო" ნამდვილად არ იცის.
არ იცის ტერმინი "სახელმწიფო", რადგანაც პანდემიურ ფონზე, როცა ეკონომიკას მეგობრების დახმარება სჭირდება, სანქციებს მოითხოვს.
სანქციებს მოითხოვს იმ მცირე ბიზნესისთვის, ვის კისერზეც დგას ბიუჯეტი.
სანქციებს მოითხოვს მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ.
ის ზუსტი რეინკრანაციაა იმ მოღალატეების, რომლებიც შაჰსა თუ სულთანს დახმარებას სთხოვდნენ, რათა ოდნავ გაძლიერებული საქართველო დაესუსტებინათ.
ის ერთადერთ "ტელეგრამას" ელოდება, სადაც ეწერება - დასტურია, შეუტიე. აიღე ქალაქი!
ვარასდროს ვერ მიიღებ მაგ "ტელეგრამას" შე იუდა ("იუდაზე" მეტი ცუდი ეპითეტი ნამდვილად არ მეგულება).
ვერ მიიღებ და შენს ნეობოლშევიკ დამქაშებთან ერთად საქართველოზე ვერასდროს აღზევდები!!!”, - წერს გაბრიჭიძე.