logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარი პროკურორი ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
- +

21 ივლისი. 2016. 16:47


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-სა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის საკითხები. 

შეხვედრის მიმდინარეობისას, გიუნტერ ბეხლერი დაინტერესდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმებით და უწყების შიგნით მომავალში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებით.

მთავარმა პროკურორმა სტუმარს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.  

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში ეუთო-სა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner