“ჩვენ გვახსოვს პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს იყო გვარამია,მელია და ა.შ, ისინი პირდაპირი ტექსტებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რა არის მათი ზოგადი განწყობა და სულისკვეთება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რეალურად ესენი არიან მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად აკეთებდნენ რუსულ საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი, ღია დაპირისპირება დასავლეთთან, რაც კონკრეტულ რიტორიკაში არის გამოხატული და მეორე, ეს არის რუსული რუსული საქმის კეთება, რაც მათ აქვს თ ნაკეთები 9 წლის განმავლობაში და მომდევნო 9 წლის განმავლობაში. ამის გაგრძელებას ვხედავთ მუდმივი რეჟიმში. იგივე ის, რაც ახლა ხდება: ეს არის ბოიკოტი, საბოტაჟი, კიდევ ერთი დესტრუქცია. ესეც იგივეს გაგრძელებაა”, - განაცხადა კობახიძემ.