“ბევრი ალბათ ელოდა, რომ აშშ-დან და ევროპიდან წამოსული შეშფოთებების ფონზე, მმართველი პარტია შეშინებული დაიწყებდა თავის მართლებას და კუთხეში დადგომას”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“არ მოხდა ასე, სახელმწიფოს და ამომრჩევლის განწყობა და დაკვეთა დადგა ყველაზე მაღლა.
მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, პრინციპები უნდა დაიცვა თუკი თვლი რომ მართალი ხარ.
საკითხის განხილვას და განსჯას კი წინ არაფერი უდგას”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.