ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ორიოდე სიტყვით ხვალინდელ აქციაზე პარლამენტთან. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს ჩემგან, მაგრამ ვიტყვი რომ ჭეშმარიტი დემოკრატია არ არსებობს აქტიური პროტესტის გარეშე, თუკი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ რაღაც აქვს გასაპროტესტებელი.
ამიტომაც პროტესტი, თუნდაც ვინმესთვის მიუღებელი, ჯანსაღია, ოღონდაც მანამდე, ვიდრე "წითელ ხაზებს" არ კვეთს და სხვათა უფლებებს არ არღვევს. ვიტოვებ მცირე იმედს, რომ ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებს ეს კარგად აქვთ გასიგრძეგანებული.
ვინ იკრიბება ხვალინდელ აქციაზე?! ისინი შეიძლება გავაერთიანოთ ერთ სიტყვაში - "კონტრ-ელიტა." ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება კი მათ მიმართ კარგა ხანია ცნობილია”.