logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა
- +

17 ივლისი. 2021. 11:04

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა.

 

სამინისტროს ცნობით, კონკურსში გაიმარჯვა შპს „სილესტიალ დიმენშენის“ პროექტმა „ძლევაი საკვირველი“.

 

„სამინისტრომ დააფინანსა კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა სრულყოფილი თამაშის შექმნის მიზნით. წლის ბოლომდე დასრულდება კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა, ხოლო სრულყოფილ სახეს თამაში მიიღებს 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს.

 

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს და მოცემული კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 10-მა განმცხადებელმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner