logo_geo
eng_logo
თურქეთმა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება დროებით შეაჩერა
- +

21 ივლისი. 2016. 17:50


თურქეთი დროებით შეაჩერებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის პრინციპების შესრულებასთან დაკავშირებით,  - ამის შესახებ გამოცემა „Hurriyet" თურქეთის ვიცე-პრემიერ ნუამან ქურთულუმშის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

„საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთმაც გამოაცხადა და მანაც შეაჩერა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება. თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კონვენციის წინააღმდეგ მიმართული არ არის", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ქურთულმუშმა.



დღეს თურქეთის პრეზსიდენტმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე არ აისახება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner