logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: ბაქო უარს ამბობს, გახსნას დერეფანი სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის აღსადგენად
- +

17 ივლისი. 2021. 15:13

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქო არ აპირებს, სომხეთს გაუხსნას დერეფანი სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის აღსადგენად.

 

„მოგეხსენებათ, 9 ნოემბრის განცხადება ითვალისწინებს ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური განბლოკვას. აზერბაიჯანი ხელს უშლის ამ პროცესს. მე არაერთხელ მივესალმე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სომხეთი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები, მაგრამ აზერბაიჯანი ამას არ პასუხობს. არაოფიციალური წყაროების თანახმად, აზერბაიჯანი აპირებს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას არცახსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის გამოვლინებებს დღეს ჩვენ ვხედავთ ნახიჩევანში. ძალის გამოყენება და მასობრივი დანაშაულები ვერ გადაწყვეტს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. მისი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო მანდატის ერთადერთი ფორმატის - ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება, რომლითაც ისინი მხარეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი თანათავმჯდომარეების ეგიდით, მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მოგვარებას“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner