logo_geo
eng_logo
სამხატვრო აკადემიაში ფაბ-ლაბი გაიხსნება
- +

21 ივლისი. 2016. 18:42


22 ივლისს, 12:00 საათზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნება.


სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი დაესწრებიან.


სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფაბ-ლაბში განთავსდება ე.წ. საერთო სამუშაო სივრცე (co-working space). ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს.


2015 წელს საქართველო ფაბ-ლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე ე.წ. ფაბ-ქვეყანა გახდა. პირველი ფაბ-ლაბი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით თბილისში შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება.


დღეისათვის ფაბ-ლაბები უკვე ფუნქციონირებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში.


2016 წლის ბოლომდე, ფაბ-ლაბების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner