გერმანიაში, შტუდგარტთან ახლოს, შტაინენბრონში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციას მსხვერპლთა იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.
ერთძრავიანი თვითმფრინავის, Piper-ის ნაწილები საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იპოვა და სამი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. გარდაცვლილთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.