logo_geo
eng_logo
ესპანეთში, კოსტა ბრავაში ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

18 ივლისი. 2021. 01:45

 

ესპანეთში, კოსტა ბრავას რეგიონში 90 სახანძრო ეკიპაჟი და სახანძრო თვითმფრინავებია მობილიზებული, რომლებიც კაპ დე კრეუსის ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ხანძარი, რომელიც პოლიციის მოსაზრებით გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, 400 ჰექტარზეა გავრცელებული.

 

ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო, 230-ზე მეტ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და დროებითი თავშესაფრის ძებნა მოუწია.

 

პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner