logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ათიათასობით ადამიანმა ახალი კოვიდრეგულაციები გააპროტესტა
- +

18 ივლისი. 2021. 02:26

 

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად ათობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

რეგულაციები სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასა და „ჯანმრთელობის ბარათების“ ტარებას გულისხმობს.

 

„ჯანმრთელობის ბარათები“ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც სრულად არიან აცრილნი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ან აქვთ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული უარყოფითი კოვიდ ტესტის ბარათი.

 

დემონსტრანტების განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის თავისუფლების დარღვევაა და მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება.

 

მთავრობის განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანი კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების შეჩერებაა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღის რისკს ზრდის. გასულ დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის ათი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივნისის თვის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner