ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანში ჩავიდა. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
შარლ მიშელის ვიზიტი აზერბაიჯანში დღესვე დასრულდება, რის შემდეგაც, ის საქართველოს ეწვევა და ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
16-17 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთს სტუმრობდა.