logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გიორგი პაპუაშვილს შევხვდე
- +

21 ივლისი. 2016. 18:46


მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, მას პრემიერ-მინისტრი ტელეფონით დაუკავშირდა და შესთავაზა, მაქსიმალურად მოკლე ხანში პროკურატურას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.


 

 

„პაპუაშვილის განცხადების მერე, სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში, მე ტელეფონით დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს. ვესაუბრე მთავარ პროკურორსაც. პაპუაშვილს შევთავაზე, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც ის ფლობს.

 

მთავარ პროკურორსაც ვესაუბრე და ისინი ჩაიბარებენ ჩვენებას.

 

მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ პაპუაშვილს შევხვდე. უახლოეს პერიოდში შესაძლებელია, ჩვენ შევხვდეთ, მაგრამ დრო რომ არ დავკარგოთ, კარგი იქნება, ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც რაიმე პრობლემა გააჩნია, მიმართოს პროკურატურას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner