logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: იმ უბედურ ლექსო ლაშქარავამდე რამდენი მოკვდა ან მოკლეს... სად იყავით?
- +

18 ივლისი. 2021. 11:11

 

 

„იქ მთავრდება ჩემთვის პროფესია „ჟურნალისტი“, სადაც ის არის მხარე. ჰო. თქვენ არ ჰგავხართ ჩვეულებრივ მონებს. თქვენ მდიდარი მონები ხართ!!!“ - ამის შესახებ სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ისე, ხუმრობა იქეთ იყოს, ცინიზმიც, გაბრაზებაც, გინებაც; და ყველა ეს ემოცია რომ განზე გავწიოთ - რა ცუდია, არა? როცა იცი, მიიღებ განათლებას, იწვალებ, იშრომებ, იშოვი რაღაც სამსახურს, თავს არ ზოგავ, „ატ ზვანკა“ და „ზვანკა“ ჩაფლული ხარ შენი სამსახურის საქმეებში, ოჯახს ვეღარ უთმობ იმდენ დროს, შვილებს...

 

ან სულაც არ გაქვს განათლება მიღებული სკოლის მერე და მიდიხარ, პატიოსნად შრომობ -ფიზიკურად, თავს არ ზოგავ, დაქანცული ბრუნდები ოჯახში, სადაც შვილები გელოდებიან...

 

მუშა ხარ, მეშახტე ხარ, დასუფთავების სამსახურში ხარ, დილაუთენია დგები...

 

ან ვერ იპოვე შენი პროფესიით სამსახური და ოღონდ არაფერი მოაკლო ოჯახს, მიდიხარ და შავ სამუშაოს ასრულებ, სხვების სახლებს ალაგებ, შრომობ, შრომობ..

 

ან ტოვებ ქვეყანას და უმძიმეს ავადმყოფს უვლი, თან სიმწრით გული გეგლიჯება, რომ შენი საკუთარი დედა აქ დატოვე და სხვა გზა არ გქონდა, წახვედი და შენი შვილის ნაცვლად უცხო ქვეყნის ქალბატონს აჭმევ კოვზით საჭმელს...

 

ვწერ ადამიანებზე, ვინც შრომობს. ვისაც არ ეზარება; ვისაც არ ეთაკილება არანაირი შრომა;

 

და ამ დროს, შენ რომ შენს გასამრჯელოს ანაწილებ, ტვინს იჭყლეტ, თვიდან თვემდე რაღაცნაირად გაგყავს დრო და ამ დროს „ჟურნალისტად“ წოდებული ვინმე ძროხა (ბოდიშს არ ვიხდი!) გაბლატავებული, ნაყიდი, ვიღაცა პოლიტიკოსის რუპორი, აშკარად მხარე როა... უსამართლო, ორმაგსტანდარტიანი, სკანდალს დახამებული, რეიტინგზე ჩაციკლული და ჭორების გამავრცელებელი გაწკრიალებულ სტუდიაში რომ ზის შენზე კარგად ჩაცმული, თავაწეული, დაგრიმული, დატრენინგებული, გონორიანი... და ხელფასი რომ აქვს ასი იმდენი, რაც შენ!

 

შენ - რომელიც შრომობ თავჩახრილი. დედა მომიკვდეს, შურიანი არ ვარ. უბრალოდ გული მეფხრიწება აი ამ უსამართლობაზე.

 

იმ უბედურ ლექსო ლაშქარავამდე რამდენი მოკვდა ან მოკლეს... სად იყავით?

 

დღეს რომ ქუჩაში ყროყინებდით - აი თქვენ? „სტოტიშები“ რომ გაქვთ ხელფასები და ბონუსები? კიდევ კარგი, ჯერ კიდევ არსებობენ წესიერი ადამიანები თქვენს რიგებში და ყველა თქვენსავით ვიღაცის „შნირი“ არ არის!

 

ოღონდ მათ გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვთ...

 

და მოვა საღამო. ჩამოჯდება დაღლილი, ნაშრომ-ნაწვალები ადამიანი ვინმე ტელევიზორთან ჭამის თავიც რომ აღარ აქვს, ჩართავს ტელევიზორს და იქედან თქვენი გამოპრანჭული, იმიჯ მორგებული, უნამუსო თავები იმზირებიან კი არა, იყეფებიან.

 

ან ინტერვიუს ართმევენ ვიღაცა დებილ „ნაშას“, რომელიც მსუქანა ტუჩების პრუწვით ყვება-რამდენჯერ გაჟ...მეს..

 

რა უხერხულია. რა უხერხულიაა!!!

 

მათთან, ვინც მართლა შრომობს და იმაში კი არ იღებს ფულს - ჭირისუფალს პირში ჩასტენოს მიკროფონი...

 

იქ მთავრდება ჩემთვის პროფესია „ჟურნალისტი“, სადაც ის არის მხარე. ჰო. თქვენ არ ჰგავხართ ჩვეულებრივ მონებს. თქვენ მდიდარი მონები ხართ!!!

 

თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც პატარა გოგო-ბიჭები გაუშვით პროვოკაციაზე და თავად კონდიციონერიან სტუდიებში რეიტინგებს ითვლიდით...

 

აი თქვენმა ლობმა და თქვენმა შემკვეთმა კი დააფსას თქვენს „თავისუფალ სიტყვას“! 

 

მაგ ტყუილების გავრცელებით აღებული ფულით რომ სუშის შეჭამთ, ყელზე არ დაგადგეთ!

 

ბოდიშს მხოლოდ წესიერ ადამიანებს, ნამდვილ ჟურნალისტებს ვუხდი“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner