logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: შენცა სცადე, ქალო, დაეცი აქუს თოფი...
- +

18 ივლისი. 2021. 11:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილს მიმართავს.

 

„ეს ქალი (ჯანგო) იძახის, ბოლო დროს ისეთ ხასიათზე ვარ, რაღაცა მინდა ჩავიდინო და არ ვიცი, რა ჩავიდინოო.

 

ზუსტად ეგრე თქვა თავის პირით ,,ჭუტავიზიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, არც არაფერს ვამატებ, არც არაფერს ვაკლებ.

 

ჰო, აი, რაღაცა უნდა ჩავიდინოო!

 

თქვენი არ ვიცი და... მე, როგორც ძველი მეგობარი, თავს ვალდებულად ვრაცხ, დავეხმარო.

 

ჯანგო, თუ არ ვცდები, 1993 წელი იდგა, შენს ქმარ აქუს (მაშინ შენი ქმარი არ იყო) ერთმა აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულმა ,,ახლობელმა“ ქალმა ტრ...ში მარილიანი თოფი დასცა, მე ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, შენ კიდე აქ „კუშეტკაზე“ (მაშინ დივანი არ ჰქონდა) წამოკოტრიალებულხარ, შე სალახანაო!

 

შენცა სცადე, ქალო, დაეცი აქუს თოფი, იქნებ გულზე მოგეშვას, იქნებ სადარდებელი გაგიფანტოს ამ ცხოვრების დამლაგებელმა განგებამ?

 

ოღონდ ერთი გაითვალისწინე, ყოფილო მეგობარო, ლულა დაბლა დაუწი, ტრ...კენ, ემანდ ღმერთი არ გაგიწყრეს (ისედაც გამწყრალი გყავს), მაღლა არ მოგივიდეს, თორემ თუ აქუ საწოლის ქვეშ შეძვრა, ვეღარც ვალერა გელბახიანი გამოიყვანს, ვეღარც შალვა ნათელაშვილი, ვეღარც გუბაზა და ვეღარც დიდი ხუხა.

 

მოკლედ... აბა, შენ იცი, დაბლა დაუწი-მეთქი!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner