logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ნელ-ნელა აჟღერებენ დახურულ ჯგუფებში შემუშავებული გეგმის დეტალებს ეკლესიის, მართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე
- +

18 ივლისი. 2021. 12:09

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნელ-ნელა აჟღერებენ შემუშავებული გეგმის დეტალებს - ეკლესიის, მართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე „მაიდანის“ გზით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი შოთა დიღმელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თუ საქართველოში მაიდნამდე განვითარდება მოვლენები, ისინი გაიმარჯვებენ.

 

„ნელ-ნელა აჟღერებენ თავის დახურულ ჯგუფებში შემუშავებული გეგმის დეტალებს - ეკლესიის, მართველი პარტიისა და მოქმედი მთავრობის დამხობის თაობაზე „მაიდანის“ გზით - უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების აღმასკომის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ეს არის ერთადერთი „რეფორმა“, რომლითაც უკრაინაში დაკავებულია სააკაშვილი და რასაც ჯიუტად არ იმჩნევენ მისი უკრაინელი ბოსები და ამით მის დესტრუქციულ და დანაშაულებრივ საქმიანობას აქეზებენ. სამაგიეროდ, შანტაჟის ენით ესაუბრებიან ჩვენს ელჩს კიევში და ჩვენი მისამართით აღშფოთებული თითის ქნევით არიან დაკავებულები“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner