logo_geo
eng_logo
თათა მურაჩაშვილი: რასაც თქვენ აკეთებთ, ესაა მიცვალებულის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება
- +

18 ივლისი. 2021. 12:45

 

 

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რაც ლექსო ლაშქარავას შეემთხვა, გამოძიების დასრულებამდე მეტს არაფერს დავწერ.

 

ახლა რა მაინტერესებს, შემთხვევით, აი შემთხვევით, თქვენში რაიმე ასოციაციას ხომ არ იწვევს ეს სახელი და გვარები ?

 

- იური ვაზაგაშვილი

- ირინა ენუქიძე

- სანდრო გირგვლიანი

- ბუტა რობაქიძე

-გელა ცინდელიანი

- გიორგი გამცემლიძე

-ვალერი ფხაკაძე

-ალექსანდრე ხუბულოვი

-გურამ შარაძე

-ზურაბ ჟვანია

- ვალერი ბენდელიანი

-ნიკა კვინტრაძე

-ნუგზარ მანია

- პაატა ქარდავა

-სერგო თეთრაძე

- როინ შავაძე

-გია კრიალაშვილი

- ზვიად ბაბუხადია

-რევაზ ცალანი

-კობა დავითაშვილი

გავაგრძელო ?

 

კობა დავითაშვილის გარდაცვალებაზე რომელმა ამოიღეთ ხმა? შარშან ყველა მოქმედი ჟურნალისტი არ იყავით?

 

თუ შარშან სიტყვის თავისუფლება არ გვქონდა?

 

აა უი, კობა ხომ თქვენს პოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდებოდა.  

 

ლაშქარავას დედამ ხომ გთხოვათ, არ გადამიღოთო, ქალი გეხვეწებოდათ, შვილი ისე გამაცილებინეთ, რომ არ გადამიღოთო.

 

სანამ მიცვალებულით მანიპულაციას არ მოეშვებით, მანამ არავინ დაგიდგებათ გვერდში, გარდა თქვენი უგულო კოლეგებისა, რომლებისთვისაც რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე თანაგრძნობა და ადამიანური ქმედებები.

 

რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის მიცვალებულის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, რომელიც  როგორც წესი, არც ისე კარგი შედეგით მთავრდება ხოლმე“, - წერს თათა მურაჩაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner