logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნუ გვემუქრებით!
- +

18 ივლისი. 2021. 13:30

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„სააკაშვილის პათოლოგიური რეჟიმის ამ ყველაზე ბინძური იდეოლოგის - ბოკერიას მსგავსად ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკაც და ევროკავშირიც საქართველოს და ქართველების კეთილდღეობაზე ფიქრობენ დღე და ღამე!

 

სრული სისულელეა ეს!

 

ამერიკაც და ევროკავშირიც საქართველოს ეხმარებიან ზუსტად იმდენით და იმ პროგრამებით, რამდენიც და რა პროგრამებიც სჭირდება მათი ინტერესების გატარებას და პოზიციების განმტკიცებას კონკრეტულად საქართველოში და მთლიანად რეგიონში!

 

ასე რომ, დახმარებაც იქნება და მხარდაჭერაც, თუკი საქართველო უარს არ იტყვის ამერიკის და ევროკავშირის ინტერესების გატარებაზე!

 

ამის მაგალითები უხვადაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახით, სადაც არც დემოკრატიაა, არც სამართლიანი სასამართლო, არც პრესის თავისუფლება და მაინც სტრატეგიული პარტნიორები არიან!

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ დემოკრატიის განმტკიცებაზე, სამართლიანი სასამართლოს შექმნაზე და პრესის თავისუფლების ხარისხზე!

 

ეს ყველაფერი ამერიკისა და ევროკავშირისთვის, ან სადმე გასაწევრიანებლად კი არა, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის და გასაძლიერებლად გვჭირდება!

 

ამიტომ, ნუ გვემუქრებით!

 

თქვენც კარგად იცით, რომ „წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება“!

 

ამ ბინძური იდეოლოგის აზრი კი არავის აინტერესებს, რადგან ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური კეთროვანია!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner