logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე განთავსებულ მედიას აივნიდან გადაფენილი ბანერების ჩამოხსნას სთხოვს
- +

18 ივლისი. 2021. 15:04

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარლამენტის აივანზე, სადაც ჟურნალისტები იმყოფებიან, ავიდა თხოვნით, მედიამ ჩამოხსნას აივნიდან გადაფენილი ბანერები.

 

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, აღნიშნული ბანერები ხელს უშლის პარლამენტში კონსტრუქციული გარემოს შექმნას და მინისტრის მოსმენის გაგრძელებას.

 

მან ჟურნალისტებს რამდენჯერმე თხოვა, რომ ჩამოხსნან ბანერი, ხოლო თავის მხრივ, მისი თქმით, ვახტანგ გომელაური მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

 

ზარქუას აზრია, რომ არსებულ ფორმატში პარლამენტში მუშაობის გაგრძელება არ შეიძლება.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე განთავსებულმა მედიის წარმომადგენლებმა, აივნიდან ორი ბანერი გადმოფინეს წარწერებით: „დასაჯეთ მოძალადეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner