logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძემ: ოპოზიციას არავითარი კითხვა რეალურად არ აქვს, თვითონ იციან პასუხები კითხვებზე და ეშინიათ
- +

18 ივლისი. 2021. 15:28

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში, დღეს ჩაშლილი სხდომის მიზეზებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი თავიდანვე ნათელი იყო, მათ არ უნდოდათ მოესმინათ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხები 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

„სხვა გზა არც იყო დარჩენილი გამომდინარე იქიდან, რომ ვახტანგ გომელაური აქ მოსული იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად. აქ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი კითხვა რეალურად არ აქვს, თვითონ იციან პასუხები კითხვებზე და ეშინიათ რა თქმა უნდა პასუხების.

 

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, თვითმიზანი ვერ იქნებოდა ამ სხდომის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner