„სამწუხაროა, რომ ოპოზიციას ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მათი მედიის წარმომადგენლები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„შინაარსი არის აბსოლუტურად ამორალური, როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც წესით არ შეიძლება სპეკულირება. ეს მარტივად რომ შევაფასოთ, არის ამორალური ქმედება.
სამწუხაროა, რომ ოპოზიციას ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მათი მედიის წარმომადგენლები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ამ ამორალურობის გამო, გუშინ, რუსთაველის გამზირზე 1000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს მარტივი ახსნა, საზოგადოება ხედავს, რომ ესენი არიან ამორალური ადამიანები, ისინი ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და ამაზე მათ საკადრისი პასუხი გაეცათ, მათ შორის რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.