logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საოცარ რიტორიკას ვისმენთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აანონსებენ „მაიდანს“, რევოლუციებს, გადატრიალებებს
- +

18 ივლისი. 2021. 15:45

 

 

„ეს სუბიექტები საუბრობენ ამომრჩეველთა უმრავლესობის სახელით, თუმცა, მაინც რევოლუციის „იმედად“ არიან“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რამდენიმე თვეში მმართველ პარტიას მოუწევს 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და, თუ ოპოზიციას მართლაც, ამდენი ადამიანი უჭერს მხარს, მათ რეალურად შეეძლებათ არსებული სურათის შეცვლა. თუმცა, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვს.

 

„საოცარ რიტორიკას ვისმენთ და ვუყურებთ ოპოზიციის წარმომადგენლების და მათთან მიტმასნილი თუ მათი დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც აანონსებენ „მაიდანს“, რევოლუციებს, გადატრიალებებს. ეს სუბიექტები საუბრობენ „ხალხის სახელით“, ამომრჩეველთა უმრავლესობის „მხარდაჭერით“, თუმცა მაინც რევოლუციის „იმედად“ არიან. საოცრება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხალხი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ არ ელოდებიან არჩევნებს, რომელიც უნდა გაიმართოს სულ რაღაც რამდენიმე თვეში, თანაც მმართველ პარტიას 43-პროცენტიანი ჩამკეტი ბარიერის გადალახვა მოუწევს. რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, რომელსაც მართლა შეუძლია სიტუაციის შეცვლა, თუკი ოპოზიციას ექნება მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მათ კარგად იციან, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვთ, და ამას ხედავენ მიტინგებზეც! ბოლო მათი იმედია რევოლუცია, რომელიც არ ჩანს!“ - წერს „facebook“-ზე ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner