logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიტინგების სივრცე არ არის პარლამენტის შენობა!
- +

18 ივლისი. 2021. 15:46

 

 

„როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო რაღაცა პროტესტის ფორმა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ოპოზიციის მხრიდან, პარლამენტში იყო მცდელობა, შიგნით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო რაღაცა პროტესტის ფორმა. თუმცა, აქაც მარტივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - მიტინგების სივრცე არ არის პარლამენტის შენობა.

 

როგორც კი დავინახავთ, რომ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს პასუხები კითხვებზე, ნებისმიერ დროს ვახტანგ გომელაური არის მზად მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს გასცეს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner