logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ სხდომა არ შემდგარიყო
- +

18 ივლისი. 2021. 15:55

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სსიის დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლოტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

 

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებებიც, სადაც პოლიტიკური ჯგუფები ღიად აღნიშნავდნენ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება, რათა დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რისი უფლებაც ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა. პროტესტი დღესაც გძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა კუჭავამ.

 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

 

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

 

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner