logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ძალიან ცუდი პრეცედენტია, როდესაც ზღვარი იშლება ჟურნალისტურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას შორის
- +

18 ივლისი. 2021. 15:58

 

 

„ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამას ვამბობ ხაზგასმით, როდესაც იშლება ზღვარი ჟურნალისტს, მის საქმიანობასა და პოლიტიკურ მოთხოვნებს შორის, წარმოუდგენელია ასეთი პრეცედენტის დაშვება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჩვენ რაღაც პრეცედენტები დავუშვით, მაგალითად, მათ იმაზეც არაფერს ვეუბნებით, რომ ძალიან ცუდ რაღაცებს აბრალებენ ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას უსაყვედურებ, ესეც კი ზეწოლად ინათლება. როდესაც ზღვარი იშლება ჟურნალისტურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას შორის, ამ პრეცედენტის დაშვება არის შეუძლებელი და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! მთელი (რადიკალური ოპოზიცია) ამ წლების განმავლობაში მათი მედია საშუალებები ამ „ფეიკებზე“ მუშაობდნენ, მთელი ამ წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა „ფეიკებით“, ადამიანის გარდაცვალებითა და მსგავსი საკითხებით ესარგებლათ, ეს არ გამოსდით და ამის ძალა არ აქვთ, რადგან მართალი როდესაც არ ხარ არაფერი გამოგივა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner