საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადგილი ჰქონდა არა რეალურ პროტესტს, არამედ პროტესტის შირმად გამოყენებას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი სხდომის ჩაშლა, რათა სინამდვილეზე საუბრის საშუალება არავის მისცემოდა.
„როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში საკუთარ მაგიდაზე ფეხებით არის შემდგარი, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს გამოხატვის ფორმაა და საპარლამენტო მუშაობა ასე უნდა მიმდინარეობდეს, მისი პრობლემაა.
არსებობს პროტოკოლი და წესი. როცა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყო, ვინმემ მაინც თქვას, სად ხდება ასე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.