logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მინდა, რუსულ მხარეს მადლობა გადავუხადო, რომ მათ გამოიჩინეს სიბრძნე
- +

21 ივლისი. 2016. 19:09


პარტია „თამაზ მეჭიაური -  ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური, რომელიც რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, „რეპორტიორთან"  რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრობს.


როგორც ცნობილი გახდა, დეპუტატ იან ზელინსკის ინიციატივა იყო საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის" იმპორტის აკრძალვა.


მეჭიაურის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ზედა პალატის წევრმა  იგორ მოროზოვმა და დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტმა მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას.


 

„ძალიან დიდი როლი შესრულა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ზედა პალატის წევრმა  იგორ მოროზოვმა. მოროზოვი კოლეგას ალექსეი პუშკოვს დაუკავშირდა და ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტმა მხარი არ დაუჭიროს დეპუტატ იან ზელინსკის ინიციატივას.

შეიძლება დაწესებულიყო სანქციები რუსეთის მხრიდან, რაც საქართველოს ეკონომიკაზე და მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობაზეც უარყოფით გავლენას მოახდენდა.

მინდა, რუსულ მხარეს მადლობა გადავუხადო, რომ მათ გამოიჩინეს სიბრძნე და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას",- განაცხადა მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner