logo_geo
eng_logo
კახი კალაძე: თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ
- +

21 ივლისი. 2016. 19:33


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ტყიბულის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. კალაძემ იმ მაშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტყიბულში განხორციელდა.



„ჩვენ ერთად, თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში  ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ და მინდა, შევეხო გაზიფიცირების პროექტს, რომელიც თითოეული თქვენგანისთვის, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო.

 

 თქვენ იცით, რომ მაგისტრალის მშენებლობა არის დასრულებული, უკვე მოხდა ამ მილსადენების გადაცემა კომპანია „სოკარზე", დაიწყება აბონენტების დაერთება, ანუ თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, უკვე ზამთარში ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ.

 

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი",- განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner