logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა
- +

18 ივლისი. 2021. 20:03

 

 

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში,“ – ასე ეხმაურება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის მიერ პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რომ თინა ბოკუჩავაზე ძალადობის გამო მოითხოვენ, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.

 

მისივე თქმით, თავიანთი ქმედების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სირცხვილს ვერ გრძნობს.

 

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner