logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, რომ დედოლარიზაცია უალტერნატივო გზაა
- +

21 ივლისი. 2016. 19:35


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა რომ აბსოლუტურად ეთანხმება აზრს, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.

 

 

„მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, დედოლარიზაცია ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა - ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა. ამისთვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება.

 

გარდა ამისა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გაქვს დაგეგმილი, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფულად გადარიცხვებსა და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროს რყევადი იყოს, ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ გრძელვადიანი ნდობა უფრო გამყარდება.

 

ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელსაა დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ასე რომ, აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინაციაში ახორციელებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner