logo_geo
eng_logo
ავღანეთში წარმოდგენილი უცხოური მისიები „თალიბანს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთობლივად მოუწოდებენ
- +

19 ივლისი. 2021. 13:07

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში არსებული 15 დიპლომატიური მისია და NATO-ს წარმომადგენელი ერთობლივად მოუწოდებენ დაჯგუფება „თალიბანს“, შეწყვიტონ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევითი ოპერაციების წარმოება.

 

აღნიშნული მოწოდება ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე საათში გაჟღერდა.

 

„თალიბებმა იარაღი უნდა დადონ და მსოფლიოს აჩვენონ მშვიდობისადმი მათი ერთგულება. ეს შეტევითი ოპერაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

 

ერთობლივ მიმართვას მხარს უჭერენ ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლობები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner