logo_geo
eng_logo
ბერა: მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მსმენელს ყველაფერი მივცე
- +

21 ივლისი. 2016. 20:00


ბერა ივანიშვილმა თავის მომავალ გეგმებზე ჟურნალ „OK"-ისთან ისაუბრა. როგორც მომღერალი ამბობს, უახლოეს მომავალში ბევრ კოლაბორაციას გეგმავს.



 

„უახლოეს მომავალში ბევრ კოლაბორაციას ვგეგმავ. ჯერ კონკრეტულ შემსრულებლებს არ დავასახელებ, მაგრამ გპირდებით, რომ მალე რამდენიმე ცნობილ სახელსაც გაიგებთ. ადრე დუეტებს არ ვწერდი, მაგრამ დღეს უკვე მაქვს რამდენიმე კოლაბორაცია.

 

აშშ-ში სხვადასხვა სტილისტებთან ვთანამშრომლობ. ხშირად ხდება, როდესაც დიდ ღონისძიებებს ვესწრები. სხვადასხვა ბრენდებთან ვთანამშრომლობ.

 

ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი არტისტის სტატუსით ვმუშაობ. არც SONY-სთან და არც UNIVERSAL-თან არ ვთანამშრომლობ, მაგრამ მაქვს დამოუკიდებელი ხელშეკრულებები.

 

მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მსმენელს ყველაფერი მივცე. ნაკლებად მზღუდავს ის, რომ ვიღაცას ჩემი პირადი აინტერესებს. მე და ჩემს ოჯახს დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, თუ ვინმეს ჩემი სახელის „გაშავება" უნდოდა, ეს ვერც აქამდე მოახერხა და ვერც ამის შემდეგ მოახერხებს. როდესაც საკუთარი პრინციპები გაქვს, არაფრის დამალვა არ გჭირდება. რა თქმა უნდა, არის პერიოდი, როდესაც განმარტოება მინდა, მაგრამ მივეჩვიე ყურადღებას", - ამბობს ბერა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner