დღეს 19:17 საათზე საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, დმანისის დასავლეთით, სოფელი შახმარლო იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.