ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
გამოძიება 276-ე მუხლის, მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.