logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გვარამია – დაფიქრდი და გაანალიზე!
- +

19 ივლისი. 2021. 18:18

 

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, მიმართავს:

 

“ნიკა გვარამია – დაფიქრდი და გაანალიზე!

 

რა აჩვენა თქვენმა პროტესტმა!?

 

სრული უნდობლობა თქვენს მიმართ – თქვენი ტელეარხების პოლიტიკის მიმართ!

 

უახლოეს ისტორიაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაწყებულა ჟურნალისტების პროტესტი – მსოფლიო იმდენად სოლიდარულია მედიის მიმართ, რომ 100 000 დემონსტრანტზე ნაკლები არ ყოფილა მათ აქციებზე, საქართველოში პირიქითაა – სოლიდარობა ნულს ქვემოთაა, ხალხი არ ეკარება მედიის აქციებს!!

 

ნუ დააბრალებთ ამას ხალხს, ხალხის ინდეფერენტულობას – ეს თქვენი, თქვენი სარედაქციო პოლიტიკის შედეგია !

 

ხალხმა უარი უთხრა მედიის სოლიდარობას – ეს ცუდია, ძალიან ცუდი, კატასტროფის ტოლფასი !

 

ხალხმა არ გაპატიათ თავისუფალი ჟურნალისტიკის მოკვლა და მის ადგილას პარტიული ჟურნალისტიკის აღმოცენება !

 

მართალია – ეს ჟურნალისტიკა აღარაა, ეს პარტიული პროპაგანდაა, ეს ჟურნალისტიკის მკვლელობაა !

 

ბატონო გვარამია – სამწუხაროდ თქვენ, პროკურორის პოზიციიდან დაიწყეთ ჟურნალისტიკის მართვა, თქვენ მოკალით თავისუფლება ჟურნალისტიკაში, თქვენი მიმბაძველობით იქცნენ ერთ დროს ყველასათვის საყვარელი ტელესახეები საძულველ პარტიულ აგიტატორებად !

 

მახსოვს ერთხელ დაწერეთ – 3 მილიონი მაყურებელი გვყავს და ჩვენი არხის პოპულარობა პიკზეაო – აქედან გამომდინარე გქონდა ილუზია, რომ შენს დაძახებულზე შენი მაყურებელის 1% მაინც გამოვიდოდა, მაგრამ მწარედ შეცდი და იცი რატომ ?

 

რატომ და ბატონო ნიკოლოზ 3 მილიონი კაცი მართლა კი უყურებს შენს გადაცემებს, მაგრამ აქედან 90% შენივე მაყურებლისა 24 საათი შენს გინებაშია – ვერ იტანს იმ ლიბერასტულ იდეოლოგიას, რომელსაც თავზე ახვევ, არ გეთანხმება რომ სააკაშვილი მესიაა და ეკლესია რეგრესი – შენივე მაყურებელი არ გეთანხმება, არ იზიარებს შენს აზრებს და ვფიქრობ რომ უნდა დაფიქრდე – გადააფასო შენი მოღვაწეობა და მიხვდე – არაა თქვენი გზა მართალი გზა ,ქართული გზა – არასოდეს მიგიღებთ ხალხი !” - წერს სანდრო ბრეგაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner