logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია
- +

19 ივლისი. 2021. 19:14

 

“დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

 

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა.

 

„2017-2019 წლებში, ჩვენ შევძელით მიგვეღწია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური დინამიკისა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ეს იყო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ მაღალი ხარისხობრივი ზრდაც. ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - მშპ-ის 5,5 პროცენტი, ასევე ისტორიულ მინიმუმზე იყო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.1 პროცენტი, ისევე როგორც უმუშევრობის დონე - 17.6 პროცენტი, სიღარიბის მაჩვენებელი 19.5 პროცენტი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, ამჟამად მთავარი ამოცანაა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე,  ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება კანონით განსაზღვრულ 3 პროცენტამდე 2023 წელს.

 

„2021 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩვენ უკვე წელს შევამცირებთ დეფიციტს, გაისად კი დავუახლოვდებით 4-პროცენტიან ნიშნულს. ასევე, მნიშვნელოვანია, ვალის სწრაფი შემცირების პროცესი. უკვე წელს, ვალი შემცირდება 53.9 პროცენტამდე და მომავალში ეს ტრაექტორია გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშირისო სავალუტო ფონდს, ფონდის მისიის წევრებს და პირადად ჯეიმს ჯონსს, მისიის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner