„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ტყიბულის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
კალაძემ ის მაშტაბურ პროექტები გაიხსენა, რომელიც ტყიბულში 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა.
„ჩვენ ერთად, თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, მინდა, გაზიფიცირების პროექტს შევეხო, და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის. თქვენ იცით, რომ მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია, უკვე მოხდა ამ მილსადენების გადაცემა კომპანია „სოკარზე", დაიწყება აბონენტების დაერთება, ანუ თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება, ზამთარში უკვე ბუნებრივი აირით ისარგებლოს. პრემიერმა ისაუბრა იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი", აცხადებს კახა კალაძე.