logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: თქვენისთანა ტვინგამოცლილებმა, როგორ იშოვეთ ამდენი მილიონები თუ მილიარდები?
- +

20 ივლისი. 2021. 02:24

 

“ისე პატივცემულო კერძო ტელევიზიების მფლობელებო და დამფინანსებლებო, თუ ჭკუა გაქვთ თავში გააკეთეთ ისეთი გადაცემები, როგორიც წუხელის "იმედმა" უჩვენა! (მხედველობაში მაქვს ინტერვიუ მეუფე ნიკოლოზთან)! და მერე, არც ჟურნალისტი იცემება, არც ოპერატორი, არც პეტრე და არც პავლე!”,  - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“მასიურ ფსიქოზს რომ ქმნით, იქნება აგრესია აბა რა იქნება?

ჟურნალისტების რაღაც ნაწილი პატრიარქის დაჭერას, მღვდლების გაკრეჭას, ეკლესიების დანგრევას, რომ ითხოვენ!

ტელევიზიით რომ გამოგყავთ ვიღაც პეტრე და პატრიარქზე გაუგონარ საშინელებებს რომ იძახის...

ეს მოიტანს აგრესიას აბა რას იზამს!

დემოკრატია ლანძღვა-გინებაში, 88 წლის მოხუცებულის წყევლა-კრულვაში კი არ არის......

 

ისე მიკვირს სად იშოვეთ ამდენი ფული სად? ვინაიდან რასაც მე ვუყურებ ძალიან უჭკუოები ჩანხართ თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე!

და მერე მოთქვამთ რატომ არ მოგვცა ხალხმა ხმაო?!

არ მოგცემენ არა, თქვენ ვერ იგებთ და თქვენ ტვინებში არ შედის ის, რომ ეს ქვეყანა საქართველოა!

კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: თქვენისთანა ტვინგამოცლილებმა, როგორ იშოვეთ ამდენი მილიონები თუ მილიარდები?

იმიტომაცაა ეს ქვეყანა ამ დღეში!”, - წერს გვენეტაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner