logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის რადიკალური ოპოზიცია, მედია-მარიონეტების ტრაგიკომიკური ჩხავილის მიუხედავად, სრულ აბსურდშია გაჭედილი
- +

20 ივლისი. 2021. 02:33

 

“სააკაშვილის რადიკალური ოპოზიცია, მედია-მარიონეტების ტრაგიკომიკური ჩხავილის მიუხედავად, სრულ აბსურდშია გაჭედილი”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“დასავლელი პარტნიორები "ნაციონალურ მოძრაობას" კვლავაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებენ, დღეს, თავად შარლ მიშელმაც ხაზგასმით აღნიშნა ეს ბათუმში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა სააკაშვილის ჯიბის მედიას და მათ შეკითხვებს არ უპასუხა. არ უპასუხა ზოგიერთი ფსევდო-ჟურნალისტის დაზეპირებულ პოლიტიკურ განცხადებებს და არა ჟურნალისტურ შეკითხვებს.

როგორც 2019-ის ზაფხულში, ბათუმის მაშინდელი საერთაშორისო კონფერენციის მიღმა, "ნაცები" და მათი მიკროფონიანი პარტმუშაკები ცდილობდნენ ეფემერული პროტესტის მასობრივად წარმოჩენას, ასეა ახლაც.

ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტები, დელეგაციები ბათუმში საუბრობენ რეალურ საქმეზე, ფართო რეგიონის სამომავლო პერსპექტივებზე, კრემლის სასარგებლო იდიოტი სააკაშვილის სექტა კი ფიქრობს შემდგომ [ცხადია, კვლავაც უშედეგო] დესტრუქციაზე”, - წერს ანალიტიკოსი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner