საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა მძიმეა, მას სამტრედიის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. თავად მორაგბის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან სამქეთა სამინისიტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.