logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს, არის ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვა
- +

20 ივლისი. 2021. 11:03

 

 

„მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვაა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით არის, ის ციფრები, რაც ფიქსირდება ვაქცინირებული ადამიანებისა, ძალიან შორს არის ჩვენი სასურველი მონაცემებისგან.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია, ვაქცინა პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით არის, ის ციფრები, რაც ფიქსირდება ვაქცინირებული ადამიანებისა, ძალიან შორს არის ჩვენი სასურველი მონაცემებისგან. სამწუხაროდ, ყველაზე მეტი პრობლემა და ხელშემშლელი ფაქტორია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოლოდინი და სურვილი ვაქცინაცია ჩაიტაროს მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ვინაიდან ამის უკან დგას დაკარგული დღეები და კვირები. ყველა დაკარგული დღე ზრდის ინფიცირების რისკს, ზრდის სტაციონარში მოხვედრის რისკს, მძიმე მდგომარეობის რისკს. მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს ეს არის ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner