logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის კონფერენცია იყო წარმატებული, სადაც ევროკავშირისკენ სამივე ქვეყნის მისწრაფება და პერსპექტივა განვიხილეთ
- +

20 ივლისი. 2021. 11:17

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის და მოლდავეთის პრეზიდენტს ქალბატონ სანდუს,“ - საქართველოს პრემიერ-მნისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გუშინ, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას გამოეხმაურა.

 

„ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანის პერსპექტივებს და მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს. კერძოდ ევროკავშირისკენ მისწრაფებას და საერთო ღირებულებების დაცვას. ვფიქრობ ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში წარმატებული იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner