logo_geo
eng_logo
COVID-19-ის ახალი, „ლამბდა" შტამი, უკვე 30 ქვეყანაში ვრცელდება
- +

20 ივლისი. 2021. 11:46

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, კორონავირუსის „ლამბდას" შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო-ს  გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

 

„ეს შედარებით ახალგაზრდა შტამია... ის ძირითადად აშშ-ში ვრცელდება, თუმცა ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული”, - განაცხადა ჯანმო-ს ექსპერტმა.

 

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სწავლობს კორონავირუსის ვარიანტს, რომელიც პირველად ლათინურ ამერიკაში აღმოაჩინეს და „ლამბდა" უწოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ის, შესაძლოა, ჩვეულებრივ ვირუსზე უფრო გადამდები იყოს და უქმნის ადამიანის იმუნურ სისტემას დიდი საფრთხეს უქმნიდეს. ამასთან, ჯერჯერობით ამ საკითხზე ზუსტი დასკვნა არ არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner