„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია უშუალოდ იმ პირების მიმართ, ვინც 5-6 ივლისს დანაშაული ჩაიდინეს.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.