„რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხს არ განიხილავთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები - შსს ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძოებო მოქმედებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, დაისაჯოს სათანადოდ,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციულ ძალებს სურთ, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს.
„მათ სურთ, იყოს ქაოსი და არეულობა, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩვენ დავგმეთ ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება. შეიძლება დესქტრუციულ ძალებს სურთ გადადგეს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.