ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საარჩევნო კანდიდატთა არავითარი დიპლომები, წარმომავლობააღნაგობატანადობა სიგელგუჯრები ჩემზე, როგორც რიგით ამომრჩეველზე, საარჩევნო ყუთთან ვერ და არ იმოქმედებს!!! თვალს გადავავლებ მხოლოდ ერთ რამეს: რა გააკეთა მან (კანდიდატმა) ჩვენთვის მაშინ, იქ და იმ დროს, როცა ადამიანებად არ გვთვლიდნენ, ნახირივით ზურგზე როზგებს გვიტლაშუნებდნენ, სულში გვაფურთხებდნენ და ცხოვრებასიცოცხლის უფლებას გვართმევდნენ, ქვეყნიდან გვდევნიდნენ, სახლებში გვივარდებოდნენ.... ასე რომ, ფუჭად ნუ კარგავთ დროს, ძვირფასო „პარტიამოძრაობებო" და ზედმეტად ნუ გვეკეკლუცებით!" - წერს ნანა გაგუა.