logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური მათ შარლ მიშელმა
- +

20 ივლისი. 2021. 13:02

 

 

ოპოზიცია ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური მათ შარლ მიშელმა,“ – აცხადებს თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი.

 

სუბარის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა ყველა აქტორისგან მნიშვნელოვანია.

 

„კიდევ ერთხელ მიეთითა ძალიან მკაცრად „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ უნდათ, დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც სერიოზული აქტორები, ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ. არა მხოლოდ ხელი უნდა მოაწერონ, არამედ აიღონ ვალდებულება მის შესრულებაზე. დადებითი, რაც თქვა ბატონმა შარლ მიშელმა, მან გამოთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ ყველა აქტორი და პოლიტიკური მოთამაშე გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ამ დოკუმენტის ხელმოწერით აიღეს. თუმცა რეალობა სამწუხაროდ ჯერჯერობით არის საპირისპირო. ქართული ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა, რომელიც ხელმომწერია, არ მიიღო მონაწილეობა არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მოსამართლეთა დაკომპლექტებასა და სასამართლო რეფორმაში. ეს ხელს უშლის იმ ინკლუზიურობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის.

 

მიშელმა რაც ილაპარაკა, რამდენად კმაყოფილი დარჩა ამით ოპოზიცია, ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადებებში. მაგალითად, გიგა ბოკერიამ პირდაპირ თქვა, რომ არის ძალიან უკმაყოფილო და გულდაწყვეტილი, რომ მის მოლოდინებს აბსოლუტურად აცდენილი იყო შარლ მიშელის გზავნილები. ეს იყო დახურულ კარს მიღმაც და ღიადაც. მაგრამ რაღა დარჩენით, ღია გამოსვლები არ მოეწონათ; უნდათ, საზოგადოება დააჯერონ, რომ სადღაც კარს მიღმა სხვა რამე იყო. ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, როგორ დატუქსა და როგორ აუწია ყური ოპოზიციას შარლ მიშელმა, მისი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმის გამო და იმათ, ვინც ხელი მოაწერეს, იმის გამო, რომ ხელი მოაწერეს, მაგრამ შეთანხმებებს არ ასრულებენ. დანარჩენი არაფერი არ ყოფილა, ისღა დარჩენიათ, ილაპარაკონ იმაზე, რაც არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner